პოეზია · ლირიკა
ქართული ზღაპარი
იქ, რიონზე ბონდის ხიდი ქანაობდა…გავდიოდი გაღმა, ხარესდა ჯადოსნურ ლერწამს ვთლიდი.თურმე ბეწვის ხიდი იყო,მე მეგონა ბონდის ხიდივიღაც ქალი ბჟოლას სხეპდადა ვაზს უმაგრებდა ჭიგოს,მე მეგონა გლეხის ქალი,თურმე ღვთისმშობელი იყო…ვიღაც შუბლზე ხარს კოცნიდადა მთესვარად ხნულს მისდევდა,თურმე ქრისტე-ღმერთი იყო,მე მეგონა გუთნის დედა.იქ ერთ ბიჭთან ვჭიდაობდი,ხათრს არ მიტეხავდა ისიც..თურმე ამირანი იყო,ძმა ბადრის და უსუპისი.ერთი გოგო მომეწონა – ირმის ჯოგს წველიდა მთაში,თუ ქალღმერთი დალი იყო,ბრიყვმა რა ვიცოდი მაშინ.კოლხის ქალი მყავდა ძიძად– ამორძალი ენამწარე,ნიშა ხარის სიყვარულიციმ მხარეში შემასწავლეს.დედაჩიტი ბარტყებისთვისღმერთს უნთებდა თაფლის სანთლებს.ჩიტის ლოცვას ყურს ვუგდებდიდა იმ მადლით გავიზარდე.გზაზე ბერი გადამიდგა…შემომცინა “ გიხაროდენ “.- წადი, შვილო, და რაც ნახე,ქართული ხმით იგალობე.* * * * * *- ჩიტო, ჩიტო, ოქროს ჩიტო,ბავშვობისკენ ფრინდი, ფრინდი,ბონდის ხიდი მაპოვნინე,ზღაპრის ხიდი… ოქროს ხიდი.