↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეიბ მახვილი!

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24951 ნახვა

—
ჰაუ, რა ცაა! რა მიწაა,ჰაუ, რა მზეა!რა მათრობელა სიცოცხლე და სილამაზეა!მათრობელაა ჰაერი და მზეც მათრობელა,მთვრალივით მღერის აქ უბრალო ჭრიჭინობელა.შენც არ დაგბანგოს... არ ჩაგთვლიმოს... სულ ამას ვშიშობ,ჩემო მამაცო, მშვენიერო, ამაყო ჯიშო.შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,ოღონდ ფუნჯი და ყალამია შენი მახვილი!დღეა თუ ღამე-მე გიღვიძებ სიხარულს, ტკივილს,თავწასაგდები მამალივით ვყივი და ვყივი:არ ჩაგეძინოს, არ ჩაგთვლიმოს, შეიბ მახვილი,შეიბ მახვილი! შეისმინე მგოსნის ძახილი,-დედაენაა შენი ფარი, შენი მახვილიშეიბ მახვილი!შეიბ მახვილი!
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი