პოეზია · ლირიკა
ჩემი დობილი
ის სოფელშია და მწერს წერილებსდა სიზმრებს მიხსნის საშიშს,ჩამორჩენილი წეროს წივილიმესმის დობილის ხმაში.
სულ ცოტა რაღაც ქარაფშუტული,თუნდაც გაკივლის ღირსი,განსჯის მაგიერსიცილ–ჟღურტული,–გათხოვდებოდა ისიც.
ჰყოლოდა შვილი თუნდაც უმამოდ.მაგრამ ოჯახი, მსჯავრი?თუ არა ღლაპმა, ვინ დაუამომის მოხუც დედას ჯავრი!...
მე მისი ბედი ძილშც მაწვალებსდა სიზმრის მაფენს ძეროს...ჩემი დობილი...ჩემი საწყალიჩამორჩენილი წერო...