↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დასველებული ლტოლვის პრეპარირება

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4426 ნახვა

—
კარები ტვინის შიგთავსში ამოვჭერი,აზროვნების ცხრაკლიტულში დამწყვდეულია _კიმ ვაილდის ულამაზესი ტანის რონინი...ბლაგვ ბგერებს ისვრის ათრთოლებული ტუჩთა კრთომა...თავისქალის ლაბირინთი ყურებიდან ამოიხსნება._ უკვე გავსასიზღრდი და უკვე ვისვრი რისხვას:ხარბი შთაგონების სიშლეგე მგესლავს უკბილოდ,თან ხომ მოზვავდა მტკივნეული, მძაფრი სურვილი.ო, კიმ ვაილდ, ვის ვეთაყვანო შენს თვალთა გარდა?!როდესაც აფრქვევ, ვით ოპიუმს, შენს სურნელებას _და ცივ ეკრანში ისახები, როგორც ლეგენდა.რა ცრუ იდეებს ეწირება ფიქრის მისტიკა,რა მავნე ზრახვებს ვერ იშორებს პირადი ხედვა?!კვლავ ის კარები, ძარღვთა ურდოს ჩაურაზია.ღრმა ნაოჭების, მას დაიცავს _ კავალერია...ჩემს თვალებიდან მის თვალებში ვაგზავნი მუზას,თოვლივით თეთრზე, წითელ ამბორს ტუჩებით ანთებს,ვნების ჭიები ულოკავენ ნაშიშვლ ძუძუებს _როს მის ხერხემალს აუყვება მშვიდი კანკალი!და გარდასახავს უკვდავებას, მუსიკის ნოტით!კარები ტვინის ჯურღმულში ვეღარ გავაღე,ისევ გონების კამერაში ზის კიმ ვაილდი,დემონურ თარსვას მოავლინებს რონინი ტანის...
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი