↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დადა-მეფის არჩევნები. ვარიანტი I

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4419 ნახვა

—
სადაც კი არის დადა _იქ ფიქსირდება მადა,სადაც გაქრება მადაანულირდება დადა.ო, მშვენიერო ნატა,ნატა, სინათლე გაკრთა,შენ უკუაგდე დადა,შენ შეიყვარე მადა...ნატა _ სიბნელეც გაკრთა,სად არის შავი კატა?ვიზუალური კატა,კატას გაუქრა მადა,თაგვებს არ იჭერს კატა,უქნარა გახდა კატა.კატაკლიზმები _ დადა,კატაკლიზმებში _ ნატა,როგორ გიხდება ფატა,რომელიც არის სადა!შენ გეცინება ნატა,რომ გაგეპარა კატა;ვიზუალურმა კატამ _გაითავისა დადა.პორნოგრაფია _ ნატა,ტრანსსექსუალი _ ნატა,ყველაფერია _ ნატა,რომელიც სხვისი გახდა...და სადაც ჩნდება დადა,იქ ფიქსირდება მადა _დაკავშირების მადა,გადახლართვების მადა,გადაფურთხების მადა...ქრება უეცრად დადა,რომელსაც მიჰყავს ნატა,რომელსაც არ ჰყავს კატა _სახელად _ არამზადა!..
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი