↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაურწმუნებლობა და შიში!

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4422 ნახვა

—
მორჩენილი ამბების ცვენა თავის ქალაზე,დასასრულის ჰიმნებში იძირება მიგნება...ირეკლება სარკეში ნოსტალგიურ ფიქრებად,და სამიზნე სიმაღლეს ვეღარასდროს მისწვდება.მილასლასებს ბილიკზე მოქანცული სხეული,იქ, მთვარიან ღამეში ვამპირები სცოდავენ...უნამუსო აჩრდილნი, სხვა სინდისზე ბოდავენ,ცეცხლში შთება ყოველი, ნაღვერდლებად ქცეული!_ განმაწამებ ერთობას _ ეულობას ვამჯობებ,სულმიხრწნილი ოხვრებით, სიცოცხლეც იწურება.აღარა მსურს პირბასრი გილიოტინის ყურება,მსოფლმხედველურ მანძილის, ხანგრძლივობას ვამოკლებ!_ ჰამლეტისეულ სიტყვებს, სიმარტივე ეტყობა,გინდ არც იყავ, სხვა მაინც, ხომ შენს მერე გაჩნდება...მისთვისაც ეს სამხეცე, ხომ წამება გახდება,_ ჰამლეტისეულ ფრაზებს სიმარტივე ეტყობა!!!მყრალი კეთროვანება სიტყვებშიაც იგრძნობა,გასარჩევად არ რჩება უმცირესი ფაქტორიც...ხორცში შიში იჭრება, ძვლებამდეც კი გამჭოლიდა ეს ტვინი, წყეული, ორ ნახევრად იპობა!_ მორჩენილი ამბების დამცინავი თამაში,_ აღსასრულის ჰიმნების მიმწუხრებულ გამაში!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი