პოეზია · ლირიკა
ჩემო მიწავ
დიდი იყავ... გფარეთ მკერდით,გკვებეთ სისხლით, გალბეთ ოფლით...დღეს, ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,საფლავებად არ გვეყოფი!და რაც დაგვრჩი, – დაგვრჩი მარად,დაგვრჩი ხორცად, დაგვრჩი ძვლებად;დაღუპვისგან დაგვიფარავასმარტო შენი დასიზმრება!საქართველოს გეტრფით მთლიანს,საქართველოს გეტრფით ახალს;იცოცხლე და, სულ ერთია,დიდი ხარ თუ პატარა ხარ!უფრო მეტი დაგებადოსერის მშვენი, ენის მშვენი...არ ჰყოფნიდეს აკვნებადაცშვილთა შენთა ტყენი შენი!..დიდი იყავ... გფარეთ მკერდით,გკვებეთ სისხლით, გალბეთ ოფლით...დღეს, ერთად რომ მოვკვდეთ შენთვის,საფლავებად არ გვეყოფი!