პოეზია · ლირიკა
ჩემი ლოცვა ელისოს
ჩემო ტკბილო პაწიავ,სიხარულო ახალო,რაც კი მე გამაჩნია.მინდა, შენ მოგახმარო!
კდემა გქონდეს ქალური,ჩემი გოგო, მზისთვალო,აკვნისხელა მამულივერვინ ვერ მოგიშალოს!
ჩემი ფიქრის სათავევ,არ დაიწვე უალოდ,მამა-პაპის საფლავებსგვერდი არ აუარო!
მამულისთვის ანათე,მის დიდ წარსულს ჩაჰხედე.ერს არგე რა, სანამდეერით იამაყებდე!
მშობელ მიწას მოვლდა დამზრუნველობა სჭირდება,მიწა ბავშვივითაა, -მოვლა-ზრუნვით იზრდება!
შენი წუთისოფლის დღენუ გქონოდეს სადარდო,მე თუ ადრე მოგიკვდე,ჩემმა ლოცვამ გაგზარდოს!
იყავ მუდამ ხალასი,ერი იყოს მზე შენი...და თ მაინც დამარცხდი,სულით ნუ დაეცემი!
სიმართლეზე თვალებიარ დახუჭო არასდროს,კაცს თუ დაეხმარები,შვილო, არ დაამადლო!
დედის იავნანა ხარ, -ჩემი ბედის სასწორო, -მამულს გარეთ დამარხვა,შვილო, ბედმა გაშოროს!
სულში მზე თუ ინთება,მაშინ უნდა უმღერო,ყალბი ქება-დიდება,შვილო, არ შეიფერო!
გაგერიდოს ქარ-წვიმა,სინანული მარადდღე...და თ მტრობა გაგწირავს,სიყვარული გფარავდეს!
გულში ვარდი მიყვავის -შენი ლოყებისთანა...კარგი დედა იყავი,მეტი არა მინდა რა.
სულ ილოცე, ელისო,ერისთვის და ენისთვის,ეოცა მამულს შეიცნობ,მაშინ, შვილო, შენ იცი!
მაწვალებენ ფიქრები,მეტს ვერ გეტყვი ამჯერად...საამაყო იქნები,თუ ღმერთმა არ დამწყევლა!
ღმერთო, ჩემი ელისომამულს შენ ანაცვალე,შეისმინე ეს ლოცვადა სიცოცხლე მაცალე!..