პოეზია · ლირიკა
*** "ნისლში ცურავენ ციურ ტივებად
ნისლში ცურავენ ციურ ტივებადსილუეტები ჩემი ბათუმის...მე აქ, ერთადერთს, მეპატიებაზღვის მშფოთვარ სულში ხელის ფათური.მე აქ, ერთადერთს, მეპატიებასანაპიროზე განმარტოება,ჩუმი მოწყენა და ატირება,დამტვრევა ობოლ პალმის რტოების,მოხმობა ზღაპრულ ალბატროსების,ცურვით მიპარვა სიზმრიან გემთან,მეზღვაურების და მატროსებისგაკვირვებული თავმოყრა ჩემთან.მეპატიება დათრობა არყით,გახდომა ვინმე ლოთის სათრევად...ჩხუბი, თავშეყრა უცნობი ხალხის,ზღვისპირა ბაღში ღამის გათევა...მეპატიება მე აქ ბავშვობა,სინანული და ცრემლები გზაშიდა, მზის ჩასვლის ჟამს, თავის დახრჩობაშემაშინებლად მღელვარე ზღვაში...სილუეტები ჩემი ბათუმისნისლში ცურავენ ციურ ტივებად,შენზე ფიქრით ვარ ახლაც გართული...მითხარი: მართლა მეპატიება?!