პოეზია · ლირიკა
სიხარულმა გამიხსენა
ვინატრე და ამოთენდა,ამომწვანდა, ამობრწყინდა,ჩვენი ძველისძველი მცხეთა,ჩემი ძველი ყოვლადწმინდა.სიხარულმა გამიხსენა,სიყვარულმა გამიტყუა...ისევ თეთრი ჩიტის სტვენასაყდარსა და საყდარს შუა.ჰოდა, ცა რომ მესინათლა,იმ მტრედისფერ ცას ვუგალობ...ალუბალო, მზე შინა დამზე გარეთა, ალუბალო!