პოეზია · ლირიკა
მონატრება
შავი ღრუბლების მიემსხვრა ხიდიმთას, და გაშავდა ბედის ყელი და,წაკიდებია მღვრიე ზღვას ბინდი,კვნესის ხმა ისმის სევდის ველიდან.ცივდება სისხლის ხეთა ხელები,იბანს ლურჯ სხეულს ქართან ტალღები,მიაქვს სიცივე ღმერთთან ხველებითდა ლოცვა, რწმენის კართა გამღები.ღრუბელი ღრინავს ლოთი ძაღლივით,სოფლის ბოლოში ღამე ნათრევი.მთვარე კი ცაზე მოდის დაღლილი,... შენ ღიმილს ვუცდი და მენატრები.