↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დუბლიორი

ნიშნიანიძე შოთა

2017-06-121 წთ საკითხავი24948 ნახვა

—
ერთ მთავარ როლში ორის თამაში–ეს არის როლის აგდება მასხრად,
ორის მეფობა ერთ ქვეყანაშიდა ეშაფოტზე ერთ–ერთის ასვლა.ყველას სურს დედნის ერთადერთობადა არა ასლის ფუჭი ხმაური.კვარცხლბეკი მაინც ვერ დაეთმობა,თუნდ იყოს ასლი გენიალური.სად არის ერთი ჭეშმარიტება,როლის თუ ნიღბის წვდომა ძირამდე?ერთი სიმართლე როგორ იქნებაჩემი სიმართლეც, სხვისი სიმართლეც!მე მშინ ვცდები, მაშინ ვმარცხდები,მეტოქისათვის როცა ვთამაშობ,მაშინ უძეგლო მე ვარ კვარცხლბეკი
ანდა დრამაში–კადრი საბავშვო.ის ჩემ შეცდომებს, ყალბ შტრიხებს, ნიღბებს,ოდესმე ალბათ რაც გამაცინებს,ჩუმად აგროვებსდა სცენის მიღმადამიყრის, როგორც პროკლამაციებს.ან ერთის ტრიუმფს შევეთვისებით,ან სცენა უნდა დავთმოთ ერთ–ერთმა...და ის თავის როლს, თავის ღირსებასსახეშ მესვრის, როგორც ხელთათმანს....................................................................ეშაფოტივით ამართულ სცენებსეხლება შიში, დავა თუ განსჯა.გრიალებს ტაში...ეს მერამდენედშენ გეპატია სიკვდილით დასჯა...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი