↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედები

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24947 ნახვა

—
ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში,ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი,მხრებჩამოყრილი და უნუგეშოზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.
ვისი დედაა ეს ქალბატონი?ეს მომტვრეული ციხის ქონგური?მისი იმედი, მისი პატრონიაფხაზეთშია იქნებ მოკლული.
ყველაფერს ხედავს მაცხოვრის თვალიდა ბედიც მიტომ აღარ კადრულობს,ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი,თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.
ო, ღმერთო, რატომ მომტეხე მხარი,რად დამატეხე რისხვა ზეცათა:საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი,აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!
თვალები თითქოს გადამებინდა,ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელიდა ხელგაშვერილ ამ ზმანებიდანმიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...
ქალი _ თეთრი თმის შარავანდედით,ქალი _ უმწარეს ბედით დევნილი _ვაითუ, მართლა უფლის დედაა,გამოსაცდელად ცით მოვლენილი.
შიშით და ელდით მიფეთქავს გული,ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ.როგორ გავბედო და ხურდა ფულიროგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი