პოეზია · ლირიკა
ორი ჩანახატი
* * *ხევიდან ხევზე მიხტოდა ყეფა,ხოლო დამფთხალი, მშიშარა ექომიცუნცულებდა მელიასავითდა მიირთევდა სიჩუმისგრძელ კუდს.
* * *აქა–იქ უკვე პარპალებს შუქი,აქა–იქ თითქოს კოცონებს დგამენ.გაიხსნა მთვარე პარაშუტივითდა მსტოვარივით ეშვება ღამე.