პოეზია · ლირიკა
ტყეში
საკუთარ თავთან პირისპირ ვრჩები,ის სისულელეს მკარნახობს ათასს...ცა, რეალური, სად გაჰქრა ჩემი?ან... თუ არსებობს ეს წამი მართლა?ავობს – ეხლება აჩრდილს აჩრდილი,ერთი მეორეს რა განძს უმალავს?ბოლავს მწვანედ მზის ჩიბუხგაჩრილიწიფელი: დროს ქსოვს, ელვის უმალესსდა ჟრიამულად ურიგებს ჩიტებს,დარდს რო ფანტავენ პაწია ფრთებით.მე ვიტევ მთელ ტყეს? თუ ტყე მე მიტევს?კვლავ ვიბადები? თუ ქარში... ვქრები?აგერ: სად გარბის და გარბის წყალი? –უარყოფს თავის სტიქიას თვითვე?მაშინ რატომ თხზავს ნაპირთა ყალიბს?ფეხს `სისა ტურას~ რად უწყობს რიტმებს?და უზრუნველი სხვა ხილვებს მაწვდისდა არ ამტკიცებს არაფერს, ოდენდაედარება ფრთებგაშლილ არწივს,ოდეს ჩანჩქერად დასცდება კბოდეს,ჩეკავს და ჩეკავს ქაფის თოლიებს,ყველა მათგანი ტრფობის მეკვლეა....ეს სიცხადეა, თუ ყოველივედაღლილი გულის ანარეკლია?