↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი ერთიანობა

ბერაია გივი

2018-06-121 წთ საკითხავი651 ნახვა

—
როდესაც სიტყვას გულიდან იწერ,ყველა გულს თავის ტკივილს ახსენებ,თან – საერთოა სიღრმეც და სივრცეც,სხეულს რო ყოფნის ჟინით ავსებენ,და როცა შვება დააცხრობს ტკივილს,პატარავდება თოვლივით დარდიც:თვალებს ზიარი უნათებთ სხივი,იღიმებიან ერთურთის ხათრითდა იჯერებენ სიმართლეს ზღაპრისდა ივიწყებენ ჯოჯოხეთს წუთით.ხელში უჭირავს სიკეთე აპრილს,ატმის და ტყემლის ნათელში ფუთნის.ბალახის ღერიც მაშინ ხვრეტს ასფალტს,იოლად ამტვრევს ჯურღმულის კარებს,რათა სიცოცხლის იგავი ახსნასდა ციცქნა მხრებით ასწიოს არე....გაიყრებიან სულ მალე – ისევმარტოსულები, ივლიან კენტად.მზეს ცვლის კოსმოსში ქარის ხმა მქისედა ღამე ფიქრის საკანში გვკეტავს.

ბერაია გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი