პოეზია · ლირიკა
შამგონა. ენგურის ხიდი
შემოვიჩვიეთ გველეშაპი...და გვტაცებს წყაროს.მიდის კოლხური მზე ზიგზაგით, მიინავლება.რად გაიტრუნე ჭაობებში, რიონის ქარო?ან უშბა რატომ იქცა თვალებად?რას გრძნობს გუმანი შენი, რად შფოთავ,ზღვაო? – სხვა არგო ემუქრება კოლხთა ღირსებას?რატომ იშიშვლეთ, ხენო, ფიცხლადდა ხმლებით შტოთა,ვით ელვის ფრთებით,ცის თავანი რატომ ივსება?რად შეიჯანღა შუბლი მყინვარის?ანას ღრუბლები – თითქოს ჩორთით – საით მიდიან?საიდან ისმის მერნის მხედრის ხმა გამყივარი,გათვალულივით რად თრთის მინდია? –დათვის ბურტყუნი, ტურა-მელის ისმის გნიასიშარვაშიძეთა ძვალთშესალაგით!თარაშ ემხვარის – მოგანგაშე ჰარმონიაში –ამოდის ლანდი ენგურიდან. დრტვინავს ჭალაკი...