პოეზია · ლირიკა
*** "რომ დამაპუროს შენმა ხმიადმა"
რომ დამაპუროს შენმა ხმიადმატაძრის კარებთან გიდგევარ მნათედ,ვინ იცის, იქნებ დამაგვიანდა,ვინ იცის, იქნებ მოვედი ადრე.ვინ იცის ხვალე რას მაზიარებსბედი ცოდვებში ჩაფლულს ყელამდედა მკერდში ახლა გული კი არადრო ძგერს, დრო ასე რო გრძნობს ყველაფერს.რადგან ხარ ერთი დღემდე შეუცვლელძიგურით, ბახვით, ძეგვით, ხრესილით...და... საქართველოს ბებერ სხეულზემეც ბალახივით ვარ ჩასრესილი.