პოეზია · ლირიკა
*** "ათენებს მამალი ღამეს ჯიუტად"
ათენებს მამალი ღამეს ჯიუტად,მამლის ყელიდან დილა მოძვრება,ფიქრი უძილობით გამიტყიურდა,ნაზიარები ლოთების მოძღვრებას.ქარი აჭრიალებს ჩემს ოდას ბებერს,ლამის გადახადოს თავს ძველი ყავარი,ახლა არაფრის უმდიდრეს მეფესმწამს, არაფერზე ფიქრია მთავარი.