პოეზია · ლირიკა
*** "მცივა და ახლა ვერაფრით გავთბი"
მცივა და ახლა ვერაფრით გავთბი,დგას მოლოდინი ზამთრის,აქვს ძიძასავით თბილი ხელებიჩემს ნატვრას, თრობას ნატვრით.ხშირად ბედია უღმერთოდ მკაცრი,ხშირად დღე არის თარსი,ეს ბოლო დროა დამჩემდა სევდა,დამშვიდობების მსგავსი.