↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "პატარა იყავ"

ნიშნიანიძე შოთა

2008-07-121 წთ საკითხავი24954 ნახვა

—
პატარა იყავ და ამიტომაცთუ ვერ გამჩნევდი მეპატიება,რას ვიფიქრებდი არ დამინდობდაშენი ქალური შურისძიება.და რომ გიყვარდი როდია ჭორიან ქარაგმულად თქმული იგავიმიუწვდომელი და შორზე შორი,შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავიდა როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,შენ დაგინახა სუყველამ ერთად:თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემდა შეიცვალა ჩვენი როლებიშენ გამირბოდი... მე გდევდი ბოლოს,შენ წითლდებოდი და ათრთოლებითუხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.ერთხელ კი გზაზე აღარ გაგიშვი,ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში,რა პატარა და უმწეო ვჩანდი!მას შემდეგ მუდამ გხედავდი მცინარს,თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,გავიწყდებოდა სალამი ხშირადდა ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი