↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენ არაერთხელ გაიპარე"

ნიშნიანიძე შოთა

2008-07-121 წთ საკითხავი24947 ნახვა

—
შენ არაერთხელ გაიპარე სიკვდილში, ომში,პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი,შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს,და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,შენ სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა,და სიკვდილს ალბათ ამიტომაც ვერ დაემალე.შენ ბავშვმა ნახე სისხლიანი ცხრა ანგელოზი,ნახე სოხუმი დაცემული, ნახე ჭუბერი,და შვილებისგან ყელგამოჭრილ საქართველოზე,ნახე ვეშაპად გაწოლილი დარდის ღრუბელი.არც აფხაზია შენი მკვლელი, არც ჩეჩენია,სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,ეჰ, შენი მკვლელი პირველ რიგში მამაშენია,პაატას კველზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი,ჟამი კი მიდის რია-რიით, ლიტანიითაც,შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე,ზოგიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან.ხვალ-ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,დაიხსნის მიწას, ლტოლვილების ცრემლებით ნამულს,ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე,შენი სიკვდილი კვლავ ჭირდება შენს ტანჯულ მამულს!!!
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი