პოეზია · ლირიკა
ათი მოკლული წერო
იხარბა...შეცდა...და გზას გადასცდადა ჩაიდინა ცოდვა მრავალი,დღეს ციხეშია–ერთ დროს მამაცთამეციხოვნეთა შთამომავალი.
რა არი ჩვენი სიცოცხლის წლები,მაინც რა არი ჩვენი ცხოვრება,სულ რამდენიმე მოქნევა ფრთების,ასგზის შეხვედრა და განშორება.
მიფრენენ წლები და გაჰკივიან,სად ანდა როდის გაუვათ ყავლი?თითქოს სიცოცხლე წეროს მწკრივიაგადაზომილი განგების მტკავლით.
არც განგებაა, არც ბედისწერადანაშაულის ეს ათი წელი,ეს ათი წელი ათი წეროაგამოთოფილი პატიმრის ხელით.
და ჩამოირღვა ცა უცაბედად,გაუფერულდა დღეც და ღამეცა,დედა ათი წლით ადრე დაბერდადა ათი წერო მხრებზე დაეცა...
მან დააქვრივა ცოლი ათი წლით,ათი წლის ხსოვნა დატოვა ზოგთან,მან დააობლა შვილი ათი წლითდა თავისთვისაც ათი წლით მოკვდა.
და ერთიანად გაჭაღარავდა,ჩაშავდა, ჩაჭკნა თითქოს სულამდესახლში, კედელზე სულ ახალგაზრდაშინმოუსვლელი მამის სურათი...
წიქარასავით მოდის სიზმარი,პატრონს დაიხსნის და გაიტაცებს...ეს ძილში...ძილში...ხოლო მღვიძარიდაუბრუნდება ციხეს იმწამსვე...
ხარი საკანში ჩატენის ბღავილს,როგორც ჩანჩქერის ხმაურს და ღრუბელს,როგორც წვიმას და ტყის ველურ ყვავილს,ხის ძირებში რომ ლივლივებს გუბედ.
და ტანში უდგას ელვის შიშინადდა სულში ველურ თაფლივით ღვენთავსსტადიონების სტვენა, ყიჟინა,ზღვის შრიალი თუ სიჩუმე ტყეთა.................................................................
ამ კაცმა სული ეშმაკს მიჰყიდადა ბედს მინებდა ცრუს და ონავარს,ახლა ქვეყანას უმზერს ციხიდან,როგორც წარსულს და როგორც მომავალს.
დამენანება სიცოცხლის ფლანგვა,უქმად და ფუჭად დრო დაღუპულიდა ყველას, ყველას გვედება ლაქადათი მოკლული წეროს ბუმბული...