პოეზია · ლირიკა
*** მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ
მე მარტოობის კუნძულზე ვცხოვრობ:წიგნის, ნახატის,სიჩუმის ტყეში,დათვის თვალივით ბრიალა სოროგალუმპულია ხილვების თქეშით.
აქ აღარ არი შური, სიავეაქ, მარტოობის ოქროს ნაპირთა.მე აქ დევები დავიქირავე,აქ წამოვლალე ქართულ ზღაპრიდან.
დავიმტვერები სხვათა სიზმრებით,სხვათა ვნებებით, ძიებით, ლტოლვით,გარდავიქმნები და შევიცვლებიდა გამგებელი გავხვდები ყოვლის.
დღეებს ვაღამებ...ღამეებს ვათევ...და შრიალებენ ფურცლის თაღებივეკამათები ავტორებს, სარდლებს,ვეკამათები ან ვეთანხმები.
ვეზიარები მათ დიად მიზნებს,მათი სწორი ვარ და თანატოლიდა ტრიუმფალურ ნადიმზე მიწვევსრომის სასტიკი იმპერატორი.
ყოვლის შემძლე ვარ...დიდებას ვიმკი...ყველაფერი ვარ, თუ ვარ მარტოკა;................................................................გადაშლილი აქვს მუხლებზე წიგნიჩემს მარტოობას –კეთილ ჯადოქარს.