↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ზოგს დიდოსტატის მკლავი უკურთხეს""

ნიშნიანიძე შოთა

2012-10-141 წთ საკითხავი8773 ნახვა

—
ზოგს დიდოსტატის მკლავი უკურთხეს...(როგორ არ არის გასაოცარი)არ მოუჭრია ერთი ჩუქურთმა,ისეა დიდი ხუროთმოძღვარი.
ღვთაებრივ ფრესკებს ეცემა ბინდიდა ვარდის ფასი ადევს სამყურას.ბევრი კაი ყმის ნიჭსა და სინდისსუჩინმაჩინის ქუდი ახურავს.
ნუთუ ღირსებად საღდება ნაკლი,ნუთუ სიმართლე უკუღმა ესმით?ყრმა ხევსურებმა ხარივით დაკლესბებერი, მაგრამ გამზრდელი ლექსი.
რა მოხდა, ეჭვით რად დაინაღმასახელი მხატვრის, თანადროულის,ბრძენს ურჩევნია ბრიყვის ნიღაბი,მჭევრმეტყველს – მუნჯის,მგოსანს კლოუნის.
გაუტანლობის, შურის ეროსიისევ და ისევ ამრავლებს ცოდვებს,მაგრამ დალოცვილ საქართველოშიარ შეიძლება არ იყოს ცოტნეც.
საკითხავია რას ვეტყვით შორეთს,ხვალინდელ მსაჯულს და ისტორიას?სწორი პასუხი სადაა თორემკითხვა ისედაც ყველა სწორია.
განა ცოტაა სადიდებელი?მაგრამ სიცრუე მეტია ასჯერ.არც მსაჯული ვარ, არც ბრალმდებელი,პირიქით, მგონი მე ვიხდი სასჯელს...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი