↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ტიროდა ბავშვი ზემო სართულზე"

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24950 ნახვა

—
ტიროდა ბავშვი ზემო სართულზე,დიდხანს ტიროდა, მწარედ ტიროდა,ღუნღულა ხმები და გაზაფხულიიფიფქებოდა სანაპიროდან.
დღე იყო ნედლი... გამბრუებელიჩვილის პერანგით თუ რძის სურნელით,ქვეყნის პირველ დღეს როგორც შეჰფერის,მსუბუქი, მშვიდი და უზრუნველი.
იქნებ ამ ბავშვის ხმის მოსასმენადხეებს მოაწყდნენ ანგელოსები,მათაც ბავშვობა თუ გაახსენდათდა წარსულს ყოფას ჭვრეტენ ოცნებით?!
იქნებ იმათ ფრთებს დაცვივდა ღინღლი,ყვავილის მტვრად რომ ბრუნავდა ირგვლივ?
ცვიოდა ხმები–სულის ამწეწი,და უტკბილესიც, უნეტარესიცჩიტი კენკავდა ამ ხმის ნამცეცებს,რომ შემატოდა ხმაში ალერსი......................................................ის მოდიოდა და ჩერდებოდა,სახეზე ღიმი გადასდიოდა,აჩერდებოდა სართულ ქვემოდანდა თავს აქნევდადა მიდიოდა.
ახსენდებოდა რაღაც ისეთიწმინდა მარადი და შეურყვნელი,რაიც ტოლია რწმენის, იმედის,ვით ერთმანეთთან–ფრთები, უღელი.
აჩერდებოდა სართულს ქვემოდან,სახეზე შუქი გადასდიოდადა მიდიოდადა ჩერდებოდადა თავს იქნევდადა მიდიოდა...
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი