↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მცეხთის ქალაქს მირონი დუღს"

ნიშნიანიძე შოთა

2016-09-121 წთ საკითხავი24944 ნახვა

—
"მცეხთის ქალაქს მირონი დუღს", მზის და ვაზის მირონი,ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.ბულბულს როგორ არ ესტვინაიბერიის ბაღთათვის,არ მოევლო პალესტინა,კილიკია, ბაღდათი.მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,მოიძიე მონასტრები ჟამით გადაბელილი.მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,იქნებ კვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,დიდოსტატის მარჯვენაზე გისვენია წარსული.გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონოდა ქუდს გიხდის საქართველო, კონსტანტინე ბატონო.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი