↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ერთი ყრუ ვიცი"

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24950 ნახვა

—
ნოდარ დუმბაძეს
ერთი ყრუ ვიცი მუსიკოსთა შემფასებელი,როცა რაღაც ვთქვი,–ყრუ ბეთჰოვენი შემახსენეს და გამაჩუმეს.
ვიცი ერთი ბრმაც (შენ ბრმა უძახე!),ის კიდევ ხედვის საიდუმლოს ასწავლის ყველასდა არიგებს დაფნის გვირგვინებს.როცა რაღაც ვთქვი–ბრმა ჰომეროსი შემახსენეს და გამაჩუმეს.
ერთ კაცსაცვიცნობ–წმინდანებშ დიდ პატივშია(მან ამას წინათ ანგელოსის ფრთები იყიდა)ეშმაა–მეთქი, რომ ვიყვირე,–ჩაიქირქილე...
დიახ, სამივეს კარგად ვიცნობ,მაგრამ ერთხელაცთუკი სამივემ მიცნო, ვინა ვარ–მაშნვე, ჯვარზე გამაკრავენ, ძელზე გამსვამენ,მეგობართაგან ბევრი ლურსმანს მოარბენინებს.
მე ისევ ქურდი პოეტების იმედით ვრჩები,ერთი რომელი მოიპარავს იმ ლურსმნებს...ვნახოთ.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი