↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "არაფერია...მაგრამ უბრალოდ"

ნიშნიანიძე შოთა

2010-07-121 წთ საკითხავი24949 ნახვა

—
არაფერია...მაგრამ უბრალოდგულმა ტკივილით მოიღო რეჩხი:ძველი ბილიკი ანწლს დაუფარავს,სულ სხვა ბილიკით შედიან ტყეში.
არაფერია...და ძლივს ვიცანიეს ძველი ეზო,ეს ძველი შუკა.ის არი, მაგრამ აღარც ის არი,აგდია დევის თოხივით უქმად.
მახსოვს ბაბუა, როგორც მლოცველი,ხნულს მოჰყვებოდა აღსავლის მხრიდან,მხარზე მზე ეჯდა ანგელოსივითდა ბღუჯა სიმინდს ხნულებშ ჰყრიდა.
აღარც ხნულია , აღარც მოლია,ხრიოკი ველი ტრამალს ჰგავს ნამდვილს.ღმერთო, სიმწვანე რამ გამოლია,თავს რად წამოდგა ყივჩაღის ლანდი?
მხარზე თოხივით გავიდებ შუკას,ხელშ კრავივით ავიყვან ბოსტანს,ასე ჩავიტან ქალაქშ ლუკმასდა პირნეთელი ვიქნები დროსთან.
და ჯიქნებივით მსუყე ბელტებით,სოფელო, ქალაქს შეუერთდები.
ნიშნიანიძე შოთა

ნიშნიანიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი