პოეზია · ლირიკა
სამშობლოს დიდი ფასი ედო
სამშობლოს დიდი ფასი ედოგარდასულის შავ ბაზრობაზე...იქ პოეტებმა ბევრი ივაჭრეს:ამ ერთმა სიტყვამ ააყვავა მათი ბიზნესი...ეხლა ძალიან გაიაფდა, ფასი დაეცა!თითქმის უფასოდ არიგებენმოედნებზე და გაშვლეპილ გზის ნაპირებზე...ხშირ-ხშირად ისმის ეს მწარე სიტყვა,ფრინველებმაც კი დაიზეპირეს...ყურს თუ მიუგდებ,გაიგონებ განთიადის ჟივილხივილში...არც პოეტებს არ ეთმობათეს ბიზნესი, თავბრუდამხვევი,ხმებს იბოხებენ და გვთავაზობენ:უნდათ, რომ ძვირად შემოგვასაღონ!..მაგრამ მუშტარი ეხლა ისე გამოიქექა,ვერ მოატყუებ ვერასდიდებით...პოეტების ხომ აღარავის აღარა სჯერა,ეხლა უფრო ჩიტებს ვენდობით:განთიადის გალობაში რომ ურევენ ამ მწარესიტყვას,ახალი სისხლით რომ ავსებენ,ბუმბულივით ამსუბუქებენ...თან ყალბი ცრემლიც არ ამძიმებს,არც _ ქადალი გულისმრევი...და ჰაერივით უფასოა,ჰაერივით დაუყვედრები...P.შ.დაფლეთილია დღეს რუკებზე შენი ანფასი,და მაინც ეკლად ეჩვენები დუშმანს, შურიანს...ძვირად ფასობდი,მაგრამ ეხლა ჩალად არ ფასობ,შენზე რომ დარდობს, დღეს ის გულიცუფასურია.