პოეზია · ლირიკა
წყლის თავისუფლება
გახსენი ონკანი: პირზე შეისხიტყვეობიდან გათავისუფლებული წყალი...წარმოიდგინე, რომ დგახარ მდინარის პირასდა პეშვშიც დიდი თავისუფლება გისხია...და შენს თვალებშიცთავისუფალი მდინარე ლივლივებს...თავისუფლების საიდუმლოშენზე უკეთ მდინარემ იცის!..და მაშინ, როცა პეშვით აიყვან,ის მიძვრება თითებს შორისდა გაგირბის შეუმჩნევლად,და გაგირბის საბოლოოდ,და გაგირბის დაუბრუნებლად,როგორც მოწამლულ ველს გაურბისმწვანე ბალახი...ონკანის უკან ოკეანეა...ონკანის უკან დიდი ცაა თავისუფლების...