პოეზია · ლირიკა
ხსოვნა
წარსულის ხსოვნა მიწყდა ტაშივით:საითაც მოველ, ისევ იქ წავალ!ციდან მოსული მიდის ცაშივე,მიწიდან მოსულს ითხოვს მიწავე!იქ მიმიყვანა მრუდე ნაბიჯმა,სადაც გზა შხამით შემომიხაზეს...ხელს ვაშველებდი სიტყვას ნაბიჭვარს:ფეხს იკიდებდა გულის თიხაზე...აქ გამომიშვეს თითქოს თავდებით:თითქოს დავბრუნდი სულ ერთი წამით...ვხედავ, ჩემი დღე როგორ თავდება:სასმისში როგორ თავდება შხამი!