პოეზია · ლირიკა
კაფია
ვახტანგ ჭელიძეს
არაფერია, წვიმას აპირებს!ქარი, ავდარი და მისტერია! . . .ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს,შენ კი მითხარი: - არაფერია!ლამაზი იყო, მზე იყო მხოლოდ;თეთრი სიზმარი, თეთრი ფერია.მე სიყვარულიც დავკარგე ბოლოს,შენ კვლავ მითხარი: - არაფერია!ცრემლები დაშრენ. დღეს დღენი მიჰყვა. . .გზებს ია-ვარდი დაუფენიათ.არაფერია, მე ბავშვი ვიყავ,თორემ ცრემლებიც არაფერია. . .მოიტათ ღვინო. . . სულში ფარულიარ დარჩეს კიდევ ჩრდილი პატარაც,ვხედავ, მეწვია მე სიხარული,მაგრამ ძნელია მისი ატანაც.მოიტათ ღვინო. . . ღვინო სისხლს ერთვის,შეგათრთოლებს და სისხლის ფერია. . .ვგიჟდები. . . ახლაც მაღირსე ერთი,ძმავ, ეგ ძვირფასი: - არაფერია!