↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სვანური მოტივებიდან

საჯაია ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1162 ნახვა

—
საღამოთი შველი გადამეღობა,ას წელიწადს მაძებნინა კვალი;მთვარედ მექცა, ვარსკვლავებში შეტოპა,მივდევ ელვის მოგიზგიზე ხმალით.სალოცავად ქართველობა მეყოფა,საფიცავად შენი თაფლის თვალი.უშენობით გული დამიმიწდება,დევის მკლავებს წაერთმევა ძალა:კვალდაკარგულს ფეხი გადამიცდება,გავტყდები და მომაშველებ დალალს;მთის კაცი ვარ, ხელი ცამდე მიწვდება,ქარის მუხლით მოგეწევი, ქალავ.დავიწვი და ენგურსა ვთხოვ, მეგობარს,მომასხუროს მკერდზე წმინდა წყალი.შენი შუქი ბნელში გადამეღობა,ღრუბელზედაც ვნახე შენი კვალი.საამაყოდ ქართველობა მეყოფა,საფიცავად შენი თაფლის თვალი.ქარს ღრუბლების ჯოგი მიჰყავს დადაბრუნდება, იქნებ როდის.შენ ღრუბელი ყოფილიყავ დამენაც ქარი ვიქნებოდი.შენ უშბაზე დაიძინებ დამე ხევს ჩავალ ქარიშხლებით.თუკი შევხვდით, ან ვიწვიმებთ დაანდა სეტყვად დავიშლებით.მზე მთის საფარს ეფარება,ეზოს მწუხრი ეპარება,და ჩრდილები ხეთა,ფერად ნისლში იძირება,აივნიდან იმზირება,მოწყენილი დედა.

საჯაია ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი