↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავდარი

საჯაია ალექსანდრე

2026-07-181 წთ საკითხავი1154 ნახვა

—
თქვენი თვალები, ზღვას რომ ბაძავენ,მე მზის ვიგრძენი გულში ისარი.დღეს ყველა ქარი ფრენას მაძალებს,და ეს ავდარიც ალბათ ზღვის არი.
ავგული იყოს და ჯავშნიანიფოლადი რეკდეს ქარიშხლის ხმაში,ზღვის ღელვა – ლურჯი კაბის შრიალი,ზღვის მსხვრევა – თეთრი ხელების ტაში. . .
ჩემი ხომალდი გადურჩა ავდარსდა საუნჯეთა მფლობელი არის,მას ვარსკვლავები ტყვეებად ჰყავდა,მან დაატყვევა ყოველი ქარი.
ჩემი ხომალდის გზა – სიყვარული,თეთრი და ირმის ნახტომის მსგავსი...ჩვენ ვიცით მარტო გულის ფარულისდა დაუხარჯავ ცრემლების ფასი.

საჯაია ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი