↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი ხმა

საჯაია ალექსანდრე

2016-10-141 წთ საკითხავი574 ნახვა

—
ეს ზეცა ზოგჯერ აუნთებს სისხამსღრუბლის ხომალდებს თეთრაფრიანებს;ღამით მეწამურ ყვავილებს ისხამს,დღისით მზის თვალებს შეაბრიალებს.ხან მთვარის შუქით გაინაზება,ხან შვიდი ფერით ველებს ანაზებს…ხან გაიელვებს და შემაზრზენიქუხილის ხმები სწუხს ქვეყანაზე.მაგრამ არ არის, ცავ, თუ ბავშვივითფანტავ ღრუბლების ბნელ ფარატინებს;მე გეურჩები მკლავებგაშლილი,ჰა, შტამაგონე, ან ამატირე…მწამს, შევაშფოთოთ თვალანახელიათასი მნათი, ოქროს ჟინჟილა,მწამს, ჩააჩუმოს ცათა ძახილიაბობოქრებულ მიწის ყიჟინამ…მწამს, გაიგონებს ზღვა თუ ხმელეთი,თვითონ კირჩხიბი და თვითინ მარსი,რომ ქვეყნად ცოცხლობს მნათობი ერიდა არსად კიდევ იმისი მსგავსი.
1938წ.

საჯაია ალექსანდრე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი