პოეზია · ლირიკა
თოვლის ქალი
ეთერ სვანიძეს
ჩემი და თეთრი თოვლის ქალიადა უყვარს მარტო თოვლი და თოვა.იგი ლაჟვარდის ერთი თვალიადა გაზაფხულზე ენძელად მოვა.ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.
მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,მაგრამ არასდროს არ უცრემლია.
ჩვენი ამბავი ულამაზესიერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,დას ნიავივით სურდა ალერსი,მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.
და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,და განა მუდამ იქნება თოვა?ჩემი და ტეთრი თოვლის ქალიადა გაზახფულზე ენძელად მოვა.