პოეზია · ლირიკა
თოვლი თოვს
თოვლი თოვს. თეთრი ქარია,თეთრ სამოსელით ვირთვები.ჩიტებო, რა გიხარიათ,რისთვის მღერიხართ ჩიტები.დიდი ზამთარი იქნება?ნეტამაც ასე ინებოს!თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,რა გენანებათ, ჩიტებო?გადივლის, დაიფარებაფიქრებით, თოვლის ქულებით. . .თქვენ მაინც ვინ გეყვარებათამ პაწაწინა გულებით?თოვლი თოვს, უფრო თოვდება,თეთრ სამოსელით ვირთვები.მივდივარ, აღარ მშორდებამკერდგაღეღილი ჩიტები.