↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ი-ს

ბარამიძე ილია

2017-07-121 წთ საკითხავი763 ნახვა

—
ბავშვობის გაზაფხულს ხსოვნიდან ვერ წაშლი,პირველ სიყვარულსაც ვერ წაშლი ხსოვნიდან.როდესაც ალუჩა გაეხვა ზეწარში,მე შენი უმანკო ღიმილი მომინდა.სადა ხარ! ვიხსენებ შენს ტუჩებს ვნებიანსდა ვიცი, არ მელის სიმშვიდე დღეს და ხვალ...ხარ შვილიშვილების ლამაზი ბებია,თუ მხოლოდ შვილების ლამაზი დედა ხარ?ბედნიერი გაქვს ცხოვრების შუადღე,თუ წლებმა ჩაგიქრეს თვალებში მუხტები,ან ჩემი ლექსები შენამდე თუ აღწევს,ან როცა კითხულობ, ვისზეა თუ ხვდები.რატომღაც მგონია, ეს ლექსი მოგძებნის,შემოგყრის ნაღველსაც და მოგგვრის ღიმილსაც.სხვა რაღა! გვფარავდნენ ცით ანგელოზები,პოეტს სიყვარულში იღბალი ვინ მისცა!

ბარამიძე ილია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი