↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იფიქრე ჩემზე

ბარამიძე ილია

2017-07-121 წთ საკითხავი758 ნახვა

—
მარტო ვარ, მღალავს დროის სიფითრე,ზამთრის ქარები ძარცვავენ ჭადრებს.წერილს არა გთხოვ, ჩემზე იფიქრე,ფიქრი მომივა წერილზე ადრე.ნურც დამირეკავ, იფიქრე მხოლოდ,რადგან ახლო ვარ, მაგრამ ამავ დროსუკიდეგანო სივრცეში ვცხოვრობ,უგზაკვალოდ და უმისამართოდ.ჩემთვის სათქმელი ჩემზე ფიქრს ანდე,შენი გულივით თბილს და ფოფინას,იგი ადვილად მიპოვის სადმე,თუ სიყვარულის ფრთებით მოფრინავს.ოკეანეთა და ცათა მიღმაცგულს მამჩნევია შენი ნაჭდევი.რომ მოგენატრო და ფიქრით მიხმო,დაუფიქრებლად შენთან გავჩნდები.და ერთად ვნახავთ დღეებს მზიანებს,რომელთაც ახლა ცალ-ცალკე ვეძებთ,ოღონდაც ფიქრს ნუ დამიგვიანებ,ძალიან ხშირად იფიქრე ჩემზე.

ბარამიძე ილია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი