პოეზია · ლირიკა
მგელი
ყეფენ და ყეფენ ეზოს ცუგები,დანაყრებულნი ვახშმის ნარჩენით,შორს კი ნადირობს ტყეში ძუ მგელიდამშეულ შვილთა გადასარჩენად.გახედავს სოფელს და გვერდს აუვლის,ძაღლების ყეფა-ყმუილი ისმის.მათ წინაშეც აქვს დანაშაული _რომ არ გაძაღლდა მათსავით ისიც.და სწყევლის თავის წერასატანილსიცოცხლეს,ტყვია რომ წაშლის ხვალ-ზეგ.მოაგონდება მოდგმა ადამისდა ბრაზით ბეწვი ეშლება ყალყზე.კრულვით იხსენებს იმ შორ წინაპარს,გულუბრყვილოს და კეთილს, ბავშვივით,რემსა და რომულს რომ უწილადაძუძუ საკუთარ ლეკვთა არჩივი.ტყვიას ემსხვერპლნენ მამა-ბიძები,საით წავიდეს, რა ქნას, რომ შია?ამბობენ, რომში დგასო მგლის ძეგლი,მაგრამ მგელს ტყვია ელის რომშიაც.