↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როლი

ჩილაჩავა რაულ

2025-07-121 წთ საკითხავი959 ნახვა

—
ეს დედამიწა სცენაა ფართო,სადაც ჩემამდე ბევრს უქროლია.ჩემი ცხოვრება – ჩემი როლია,მე საკუთარ ბედს ვთამაშობ მარტო!არც დუბლიორი, არც სუფლიორი!..მთელი ძალ-ღონე, მთელი გონებაროლს მოვახმარე, როგორც ქონებადა... ვიგრძენ შვება ამსოფლიური.საქმე არც ისე ვაგლახად მიმიდის,რომ მბრძანებელს ქედი ვუხარო,მტერს და მოშურნეს სპა გავუხარო,დავუხვდე, როგორც უმწეო მიმი.მარტო ვარ, მაგრამ არა ვარ ერთი(მე ვიცი, ვისი ნათელიც მადგას!..)ჩემი ცხოვრების პიესას დადგამსთვითონ პიესის ავტორი – ღმერთი!

ჩილაჩავა რაულ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი