↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მნემოზინა

ჩილაჩავა რაულ

2025-07-121 წთ საკითხავი981 ნახვა

—
მზემ მიიხურა მწუხრის კარებიდა ვარსკვლავები გარეთ დატოვა,ირგვლივ სივრცეა ხელუკარებიდა მის წიაღში ახლა მარტო ვარ.შენ აწი არც კი გემახსოვრებიძოწ-ლალ-მარჯნიანს, ოქროს ზოდიანს.ჩემი ცხოვრება შენი ცხოვრებისერთი ცინცველა ეპიზოდია.მაგრამ ხომ იყო... ხომ იყო ღამეც,როცა მე ვიყავ შენი მფლობელი,ცას, დედამიწას, სასტუმროს ავეჯსესმოდა ჩემი სამადლობელი.რა დამავიწყებს!.. სარკმელთან მდგარიიხდიდი კაბას ხატაურასა.შემოგნატროდა ვარსკვლავთა ჯარი,მზემ რომ კარები გადაურაზა.ნეტავ იმ ღამეს!.. ვარ მიჯაჭვულიციმციმა ლანდებს, მისკენ მავალებს.იქ მნემოზინა, როგორც მსაჯული,არდავიწყებას შენსას მავალებს.

ჩილაჩავა რაულ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი