პოეზია · ლირიკა
კაცის ნებიდან უფლის ნებამდე
ვარიაცია Iტირანიიდან – არჩევნებამდე,გაქროლებიდან – გაჩერებამდე,დალხინებიდან – გაჭირვებამდე,ამნისტიიდან – დაჭერებამდე,უწმუნობიდან – დაჯერებამდე,დავიწყებიდან – გახსენებამდე,დასვენებიდან – გასვენებამდე,და ასე, ასე დღე და მოსწრება –კაცის ნებიდან – უფლის ნებამდე!ვარიაცია IIინტერნატიდან – ინტერნეტამდე,ტუჩის კოცნიდან – ტუჩის კვნეტამდე,დედა-დედადან – ნეტა-ნეტამდე,ბრძოლის ველიდან – თეთრ ბილეთამდე,მზიურ პლაჟიდან – პირქუშ ლეთამდე,სისხლის სულ ბოლო, ბოლო წვეთამდე!