პოეზია · ლირიკა
მოხევისადმი
ვკარგავ სამშობლოს, როგორც კარგავდაყველა ქართველი თამარის მერე:ტაოს და კლარჯეთს, შავშეთს და ჰერეთსდა ქართულ შრიალს ქართულ ნარგავთა.ჩემი სურვილი ერთადერთია:აქ უცხო ტომმა არ იყაყანოს!მაგრამ მართმევენ სამურზაყანოსდა ჩემი ცრემლი ენგურს შერთვია.მაგრამ მართმევენ დრანდას და ილორს,ქვემეხს უშენენ მაჩაბლის კერას,ქართველი დედა კვლავ შავებს კერავსდა მოთქვამს, მოთქვამს: `ვაიმე, შვილო!~თავად მარტოკა, თავად ეული,მე ჩემიანებს ვხედავ ეულებს.ვრაცხ ბედნიერად თერგდალეულებს,მე – საუკუნის შხამდალეული.გმინვა მეომრის, გმინვა მეგუთნის,მთლად საქართველოს გმინვაა, გმინვა.გამაგებინე, მოხევევ, ვინ ვარ,თუ თავი ჩემი მე არ მეყუდვნის?