პოეზია · ლირიკა
ქუჩის ბიჭების გასაგონად
ჩემს ძმასუთხარი დედას,რომ ამაღამ არ დამელოდოს _ჩრდილების სადგურს არ მოადგამატარებელი.დაივიწყოსმაგიდაზე დატოვებული ჩემი არჩივი _პურიც, ღვინოც, სიყვარულიცხელუხლებელი...ძნელი ყოფილა კარს მიღმა ყოფნა,ქუჩის ბიჭებთან მოძრაობა,მდინარის დევნა _ ზღვამდე მიყავხარ...უფრო ძნელი კი _ შინ დაბრუნება.თუმცა, რას ვამბობ, ეს ყველაფერიხომ უკვე იყო,ნანახი მაქვს, გამოცდილი დაგადაყრილი...მაგრამ იგივე მაინც არ არის(გადამავიწყდა, რომ სამყაროწამში იცვლება),მეც ხომ იგივე აღარა ვარ _რაც დავიბადე,იმის მერე თითქმის ყველა დღემძველი ძონძივით შემომაფლითაჩემი თავის თითო ნაწილი _ჩრდილიღა დავრჩი და იმასაცაქა ვტოვებამ უცნაურ, ბებერ ქალაქში _ჩრდილების სადგურს არ მოადგამატარებელი.