↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უსათაურო

სულაკაური გიგი

2010-08-121 წთ საკითხავი1378 ნახვა

—
კი არ მოვფრინავდით, -ბაგირზე ჩამოკიდებულ,რკინის ჟანგიან ყუთში ვისხედით, -რომელიც კვნესით,ჭრიალით და გაჭირვებითეშვებოდა მთიდან ქალაქში.ის წვიმით სავსედა ბნელი სივრცე -განათებულ სადგურამდე,ხნულის მსგავსად გავიტანეთ,კვალი დავატყვეთ...აქედან ჩანდა: -როგორ მოსდევდნენ ქალაქისაკენმანქანები და ქუჩის ფანრებიზამთრის მდინარეს.გადაღლილი,მომწვანო წყალიაღუშფოთებლად თმობდა რბოლას,თითქოს კიდეც ჩერდებოდა,ხოლო ხიდები მხრებს იჩეჩავდნენ...რა ელოდა ბებერ მდინარესამ ძველ ქალაქშიწვიმისა და სიცივის მეტი?

სულაკაური გიგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი