პოეზია · ლირიკა
შური
როგორ უნდა დაიდოჩემს დარდებში ბუდე,შენ ლარივით გზები გაქვს,მე _ ცხოვრება მრუდე.შენ მაგალითს იძლევიქალობის და დედის,მე... მადლობა შემოქმედს,ბოჰემური ბედის.შენ სასწორი გიჭირავს,გრამს არ აკლდეს გრამი,მე თემიდას მივართვიჩემებური ქრთამი...შენ რომ ასჯერ ზომავ დამერე ერთხელ გაჭრი,მე სამოსი მაცვიადაფლეთილი ნაჭრის.დარიგებებს იძლევიმოწოდებით _ დედა,მე იებზე ვიბნევი,ოცნებასაც ვბედავ.შენ ასაკით ბრძენდები,მე მაკლდება Eჭკუა...ჰოდა, არ დავბერდები,სადმე ტრფობა თუა.შენ ამაყად დადიხარ,მე წამისვი მური,პირველი ქვა იმისგან,ვისაც არ კლავს შური...არც მე მინდა დაიდოჩემს დარდებში ბუდე.შემოქმედმა დამლოცა,გზა მაჩუქა მრუდე...