↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განაჩენი

ცინცაძე ნანა

2001-08-121 წთ საკითხავი761 ნახვა

—
გამოიტანეთ განაჩენი!მე ვდგავარ თქვენს წინ,ვით ჟანა დარკი, ორლეანის ქალწული წმინდა.ზეციდან შვებად მარიამის სიტყვები მესმის,ბრბო ვერ აგიტანს,შენ მეუფე ქალღმერთად გქმნიდა.იცით, რამდენი ქალის ტვირთივატარე მარტომ?!ხან ცეზარს ვხვევდი ვნების ალში,ხანაც ურიელს...სწორედ ამიტომ,სიცოცხლისას არც ერთ წამს არ ვთმობ,თქვენ... თქვენ რა იცით,რამდენ მონარქს ტვინი ვურიე.თქვენ... თქვენ რა იცით,რა ძნელია მეფობა ქალის!მარკიზას რატომ აქვს სურვილიკურტიზანს ჰგავდესდა თუკი მასაც შეეპარა ფიქრებში ბზარი,სიყვარულისთვის ხარკს გაიღებს,ო... თანაც რამდენს!..გამოიტანეთ განაჩენი!მე ვდგავარ თქვენს წინ,ინკვიზიცია არ ჰკარგავდა არასდროს ძალას,მზის ნატეხს მაინც თან წავიღებ _სიყვარულს ჩემს წილს,რადგან ის ბიჭი ქვას ვერ მესვრის,ცრემლებს რომ მალავს.

ცინცაძე ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი