↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი

ჩარკვიანი ირაკლი

2026-07-181 წთ საკითხავი4181 ნახვა

—
თბილისის ვერცხლისფერ მტვერში,ბურთივით დაგორავს ქარი,უსმენენ ქალები გერშვინს,მეც მინდა ვიყო ქალი.ცები--დაფლეთილი,ძველი ქოლგები,აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედისმიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო.მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებითგაწბილებული,ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.კედელთა ტუსაღი,ისევ ლექსებს ვწერ,უწინდებურად.ავადმყოფური,ქალური ჟინით და გატაცებით.

ჩარკვიანი ირაკლი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი